მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა $263.5 მლნ-მდე გაიზარდა - TOP-10 ქვეყანა

დოლარი

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 263 მილიონ 501 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება.

წლის განმავლობაში საქართველოდან ფულადი გადარიცხვებით ჯამში 479 200 ტრანზაქცია შესრულდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქვეყნიდან გზავნილები ძირითადად რეგიონის - მეზობელ ქვეყნებში გადაირიცხება, შესაბამისად თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი რეიტინგში პირველ სამეულს ადგენენ. TOP-10 ქვეყანა კი სადაც წელს ფულადი გზავნილების სახით თანხები გადაირიცხა, ასეთია:

  1. თურქეთი - $49.5 მლნ;
  2. აზერბაიჯანი $39.9 მლნ;
  3. რუსეთი - $30 მლნ;
  4. უკრაინა - $17.7 მლნ;
  5. საბერძნეთი - $14.6 მლნ;
  6. უზბეკეთი - $12.1 მლნ;
  7. ყაზახეთი - $10.5 მლნ;
  8. იტალია - $9.4 მლნ;
  9. აშშ - $9.3 მლნ;
  10. გერმანია - $7.5 მლნ;

ამ ქვეყნების გარდა ფულადი გზავნილები ასევე გადაირიცხა პოლონეთში, სომხეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, ბელარუსში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩინეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.

საქართველოდან ფულადი გადარიცხვებისას პირები ძირითადად Western Union-ის, Zolotaia Korona-ს, Ria-ს, Money Gramy-ს, Intel Express-ის სისტემებს იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები