მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან მანქანების რეექსპორტი წელს $2 მილიარდამდე გაიზარდა

შემოსავლების სამსახური

2024 წლის საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წელს მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია და ისინი ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.

საქსტატის მონაცემებით, წლევანდელი წლის ათ თვეში მანქანების ექსპორტი 13.5%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტირებული მანქანების მთავარი ბაზარი ყირგიზეთია, სადაც 964 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. შარშანდელთან შედარებით აქ ზრდა 95%-ია.

ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს, შესაბამისად, საქართველოდან გაგზავნილი მსუბუქი ავტომობილების უდიდეს ნაწილს ყირგიზეთამდე არ ჩაუღწევია და მათ მფლობელი გზაშივე შეეცვალათ. იმის გათვალისწინებით, რომ ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის გზით, რუსეთის ფედერაციის გავლით მიდის, მაღალი ალბათობით ყირგიზმა ავტოდილერებმა ეს ავტომობილები საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსეთშივე გაყიდეს.

მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წელს საქართველოდან 620 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა გავიდა ექსპორტზე, აქ წლიური ზრდა 29%-ს შეადგენს. მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 253 მლნ დოლარის ღირებულების გაყიდული მანქანებით, აქ კლება შარშანდელთან შედარებით 32%-ია. მეოთხე ადგილზეა სომხეთი 90 მლნ დოლარით, კლება 65%-ია, მეხუთე ადგილზეა ტაჯიკეთი 19.8 მლნ დოლარით, რაც 22%-იანი კლებაა წლიურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები