მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის ივნისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

სებ
04.06.24 16:05
1025
სტატიაში საუბარია:

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია
  • მაისში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 2.0% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. აპრილთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით მოიმატა
  • აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთ სურსათზე ფასების ზრდაა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს წინა თვესთან შედარებით მოიკლო და 1.7% შეადგინა.


საბანკო სექტორი

  • აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.4%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციამ აპრილში წინა თვესთან შედარებით 1.3 პპ-ით შემცირდა და 48.3% შეადგინა
  • აპრილში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 44.7%-ზე შენარჩუნდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 11.3%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა. სამომხმარებლო სახის საქონელის იმპორტმა ასევე მოიმატა, ხოლო შუალედური სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 12.7%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, შემცირდა ასევე სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონლის ექსპორტი
  • აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 37.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები