მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ასე იქნება მანამ, სანამ მთავრობა არ შეცვლის კურსს - ეს EU-ს ოფიციალური პირების პოზიციაა. 30 ოქტომბერს, ოფიციალურად ითქვა, რომ ევროკომისია არ აპირებს, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს.

ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს - რა (არ) შეასრულა საქართველომ EU-ის 9 დათქმიდან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები