მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წიწიბურას 2 თვის მარაგი აქვს, რაც საკმარისია - გიორგი ხანიშვილი

60926906a7fb5
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 13:49
753
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს წიწიბურას 2 თვის მარაგი აქვს, რაც ქვეყნისთვის საკმარისია. ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც რუსეთიდან ზაფხულში პროდუქტის ექსპორტის აკრძალვის საფრთხეებს შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში დეფიციტის საფრთხე არ არსებობს და იმპორტიორები მათ წინაშე მდგარ ამოცანას თავს გაართმევენ.

„საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია; დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მით უმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას მარცვლეულსა და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები.

ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოს წიწიბურას მთავარი საიმპორტო ქვეყანაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები