საქართველოში ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა გაორმაგდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინტერნეტით, საქართველოში გამოშვებული ბარათების მეშვეობით, 104 061 629 ოპერაცია შესრულდა. 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი, თითქმის 2-ჯერ ნაკლები - 55 517 822 ერთეული იყო.
მკვეთრია ზრდა თანხობრივადაც. თუ 2022 წლის იანვარ-ივლისში 3.97 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, 2023 წლის ამავე პერიოდში ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 7.47 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, მხოლოდ ივლისში 1.2 მლრდ ლარის ოპერაციები იყო განხორციელებული.