მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების აუზებზე, ყოველ 6 კვ.მ-ზე, ერთი ადამიანი დაიშვება - ახალი წესები

5ed105ed3d4c7
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.20 17:26
1525
სასტუმროებში ღია და დახურული აუზების ოპერირება დაშვებულია, სპორტულ-გასართობი ცენტრებისგან განსხვავებით.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული რეკომენდაცებიების მიხედვით, იმისთვის, რომ სასტუმროში ვიზიტორებმა აუზით სარგებლობა შეძლონ, ადმინისტრაციამ შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:

"• უზრუნველყავით აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება; საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;
• დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;
• საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები: რეცირკულაციური ტიპის აუზები; გამდინარე ტიპის აუზები; წყლის პერიოდული ცვლის აუზები; ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;
• აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს;
• აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება, რომლის უზრუნველყოფა ხდება დიდი ზომის აუზებში ძირითადად ხორციელდება რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70 მ 2 ) უწყვეტი წყლის ნაკადით;
• რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში; o მცირე აუზებში წყლის გამოცვლა დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან, წყლის მთლიანად შეცვლის დრო არა უმეტეს 24 საათია;
• აუზების დეზინფექცია ტარდება წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, მორწყვის ორჯერადი მეთოდით, თავდაპირველად დეზინფექტანტის 0,6-0,8 ლ/მ2 რაოდენობით, ხოლო შემდგომ აქტიური ქლორის 100 მგ/დმ3 კონცენტრაციის ხსნარით, სადეზინფექციო ხსნარი ჩაირეცხება ცხელი წყლით, მისი გაშვებიდან არაუდრეს 1 სთ-ისა. o აუზით სარგებლობის პერიოდში უნდა გაკონტროლდეს მადეზინფიცირებელი აგენტის ნარჩენი რაოდენობები წყალში (თავისუფალი ნარჩენი ქლორის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,5 მგ/ლ ან მეტს მინიმუმ 30 წუთის კონტაქტის შემდეგ pH-ზე", - წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში. 

ამასთან, ბრძანების 16-ე დანართში მოცემულია ის ნორმატივები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აუზში წყლის ხარისხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასტუმროები ვიზიტორებისთვის 8 ივნისიდან გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები