მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოს გაჩერების მიზეზი უპირველესად არის შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი - „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორი

მაქსიმ მაზურენკო
31.10.24 23:50
454

მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში საწარმოო პროცესი სრულად შეგვეჩერებინა, - ამის შესახებ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ განაცხადა.

მისი თქმით, "საწარმოს გაჩერების მიზეზი უპირველესად არის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური ნაწილის პროტესტი".

"პროტესტის გამო მაღაროების 70% გაჩერებული იყო და არ გვეძლეოდა მოპოვების შესაძლებლობა.თუ მაგალითად ადრე თვეში 90-იდან 100-ათას ტონამდე პროდუქციას ვაწარმოებდით, ამ პირობებში 30-35-ათს ტონამდე ჩამოვედით.

სწორედ ამან მიგვიყვანა მთავარ პრობლემამდე. მაღაროელებს რომლებიც შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ მუშაობდნენ, ხელფასის 100 %-ს ვუხდიდით. პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით შუქრუთის მოსახლეობასთან, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

გარდა ამისა მსოფლიო ბაზარზე ფასის კლების ტენდენციაა, თუ მაგალითად ივლისში ტონა პროცენტის ღირებულება 5,5 დოლარი იყო, ამ დროისთვის ის 3,5 დოლარზე ჩამოვიდა. მოთხოვნა შემცირებულია როგორც მანგანუმზე ასევე ფეროშენადნობებზე. შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში საწარმოო პროცესი სრულად შეგვეჩერებინა და თანამშრომლები გადაგვეყვანა 60 %-იან ანაზღაურებაზე", - განაცხადა მაქსიმ მაზურენკომ.

"ჭიათურაში საწარმოო პროცესი შუქრუთელების რადიკალური პროტესტის გამო შეჩერდა" - "ჯორჯიან მანგანეზი"

ზესტაფონის ფერო მუშაობას ხვალიდან აჩერებს - რა შემოსავალს იღებს ქვეყანა ფეროშენადნობების ექსპორტით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები