მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი 2024 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს მიაღწევს. 

"ბიუჯეტის შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით მცირდება და 3%-იან ნიშნულს ქვემოთ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ხარჯები ინფლაციას არ დააწვება და ამ კუთხით ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს მივესალმებით.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა სამინისტროსგან განსხვავებით, ჩვენი პროგნოზი უფრო კონსერვატორულია. ველოდებით, რომ მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, როცა მათი პროგნოზი 5.2%-ს შეადგენს. ეს სრულიად რეალისტურია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება", - აცხადებს თურნავა.