მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის დამოუკიდებლობაზე კითხვებია მიზეზი, რატომაც IMF-მა დისკრეციული ტრანსფერის შეზღუდვა მოითხოვა - ეკონომისტი

ბესო ნამჩავაძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძეც, სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, მიიჩნევს, რომ სებ-ის დამოუკიდებლობაზე კითხვებია მიზეზი, რატომაც IMF-მა ეროვნული ბანკისგან მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერის შეზღუდვა მოითხოვა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა.

დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის მიმართ ისეთი ფინანსური გადარიცხვის შეზღუდვას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

კერძოდ, IMF-ის რეკომენდაცია ეხება სებ-ის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც წერია, რომ „საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ“.

- სამწუხაროდ, თვითონ სავალუტო ფონდი არ აკონკრეტებს, რატომ გახდა საჭირო ახალი ჩანაწერი, მაგრამ ალბათ დაინახა კანონმდებლობაში ხვრელი, რომლითაც შეიძლება, რაღაც მომენტში მთავრობამ და სებ-მა ისარგებლონ და უნდა, რომ ეს შესაძლებლობა არ არსებობდეს, როგორც 2005 წლიდან არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ვალი აიღოს მთავრობამ სებ-ისგან, მანამდე შეიძლებოდა. ახლა ტრანსფერის სახით შესაძლებელია სებ-მა ბიუჯეტში ფინანსური ტრანსფერი გააკეთოს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, IMF- უნდა, რომ ადამიანების იმედზე არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც სებ-ში ამბობენ, ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განუხორციელებია“.

- მთავარი მიზეზი სებ-ის რეპუტაცია და იმიჯია, რატომაც IMF-მა დისკრეციული ტრანსფერის შეზღუდვა მოითხოვა?

- დიახ, რადგან სავალუტო ფონდს დღემდე აქვს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა მთავრობის დაკვეთით მიხედვით რაღაცები გააკეთოს, რაც სარისკოა, ამიტომ თუ გაძლევს კანონი ამის შესაძლებლობას, სჯობს, საკითხი ინსტიტუციურად მოგვარდეს... ამის ალბათობა რომ არ იყოს და სრულად დამოუკიდებელი რომ იყოს დღეს ეროვნული ბანკი, ალბათ IMF-ის განახლებულ შეფასებაში ამ რეკომენდაციის ჩაწერა საჭირო არ გახდებოდა.

რას ნიშნავს "დისკრეციული ტრანსფერი მთავრობისთვის" და რატომ ითხოვს IMF სებ-ისთვის ამ უფლების შეზღუდვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები