მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ისეთივე კლანს მივიღებთ, როგორც სასამართლოშია - რომან გოცირიძე

6480706d96517
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.23 16:31
443
სტატიაში საუბარია:
დღეს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს. განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ გაიმართა მოლაპარაკებები “ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომ სებ-ში საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს წარადგენდა, თუმცა პრეზიდენტმა ეს პირობა არ დაიცვა. ვეტოს დადებისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის კანონში შესატანი ცვლილებები არასაჭირო იყო და ის სებ-ზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობას წარმოადგენდა. მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც.

გადაცემა “საქმის კურსში” ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება სებ-ზე სრული კონტროლის მოპოვებას და მასში ისეთივე კლანის შექმნას ცდილობს, როგორც ეს სასამართლოშია.

“ამ განცხადებიდან ჩანს, რომ მათ სურთ პრეზიდენტს ჩამოართვან უფლება, თავად აირჩიოს კანდიდატები და წარადგენინონ მხოლოდ ისეთი კანდიდატურა, რომელიც მოსწონს საქართველოს მთავრობას. მათ უნდათ გაიმეორონ ის, რაც წარსულში მოხდა, ორი წლის წინ სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ორი კანდიდატურა და პარლამენტმა ისინი ჩაუგდო. შემდეგ პრეზიდენტმა ფარხმალი დაყარა და კანდიდატებად წარადგინა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ამჟამად კი ფაქტია, რომ პრეზიდენტმა აირჩია სწორი გზა და უარი თქვა ეროვნულ ბანკში სამთავრობო კლანის ფორმირებაზე.

აშკარაა, რომ უნდათ სებ-ის საბჭოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ოცნებასთან ან ამ ხელისუფლების სასარგებლოდ გაუკეთებიათ შავი საქმე.

ეს თუ მოხდა რა სახეს მიიღებს ეროვნული ბანკი? პრეზიდენტი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი იქნება მისი ყოფილი მოადგილე, საბჭოს წევრი იქნება ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, საბჭოში იქნება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ასევე საბჭოში იქნებიან მთავრობის მორჩილი სხვა პირებიც. მივიღებთ ისეთივე კლანს, როგორიც არის სასამართლოში,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რას ითვალისწინებს ეს კანონი:

"ქართული ოცნების" მიერ თებერვალში შეტანილი კანონპროექტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წესს განსაზღვრავდა ასევე პირველადი ვერსიით, შემოჰქონდა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომლის შედეგად სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების რიცხვი 4-მდე გაიზრდებოდა. ამჟამად სებ-ს 3 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში, რომელიც 9 წევრისგან შედგება, 5 წევრი აღმასრულებელი იქნებოდა (პრეზიდენტი და 4 ვიცე-პრეზიდენტი). შესაბამისად, არააღმასრულებელ წევრთა რიცხვი 4-მდე დაიკლებდა, რაც საბჭოს ბალანსს შეცვლიდა, რადგანაც საუკეთესო პრაქტიკით, მასში უმრავლესობა დამოუკიდებელ წევრებს უნდა ჰქონდეთ.

შენიშვნების მიღების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონპროექტში არაერთი ცვლილება შეიტანეს და ახალი ვიცე-პრეზიდენტის დამატების ჩანაწერი კანონპროექტში დარჩა მხოლოდ დათქმული ვადით, რაც ამჟამად არსებულ მდგომარეობას ესადაგებოდა და მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე იმოქმედებდა. სწორედ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში შეესრულებინა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები