მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა

6493f9605387b
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 11:36
777
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა - ბრძანებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. შესაბამისად, ამჟამად მიკრობანკების დაფუძნება და ლიცენზირება უკვე შესაძლებელია.

მიკრობანკები წარმოადგენენ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ჩვეულებრივი კომერციული ბანკისგან განსხვავებით მიკრობანკის დაფუძნებისთვის არსებული კაპიტალის მოთხოვნა ხუთჯერ დაბალია და ის 10 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ცნობილია, რომ მიკროსაფინანსო ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, რაც მათ მომხმარებლებისგან დეპოზიტების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მიკრობანკების ლიცენზირების წესებით, ასევე მათ მიერ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების, პილარ 3-ის მოთხოვნების დაცვის და ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნის წესებით სებ-მა განსაზღვრა მთელი რიგი მარეგულირებელი ნორმები, რომელთა დაცვაც ამ ფინანსურ ინსტიტებს მოუწევთ.

“მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები