მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა პროგრამული უზრუნველყოფის და სერვერების შესაძენად ₾20 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაცული პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების შესაძენად 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო აღწერის მიხედვით, კომპანიას, რომელიც სებ-ს შესაბამის სერვისს მიაწვდის სახელმწიფო საიდუმლოებასთან მუშაობის ლიცენზია უნდა გააჩნდეს.

"შესყიდვის ობიექტია: ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამული კომპლექსი, ჰიპერკონვერგენტული პროგრამული კომპლექსის სერვერები, არბიტრატორი, მონაცემთა რეზერვირების სპეციალიზებული მოწყობილობა, მონაცემთა რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა და კომუტატორები.

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა.

საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამული კომპლექსის სერვერების, არბიტრატორის და კომუტატორების მწარმოებლის ავტორიზებული სერვის-ცენტრი ან/და საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს მწარმოებლის ოფიციალური მხარდაჭერის სერვისი, რომელიც ფარავს საგარანტიო პირობებს

შემოთავაზებული ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამული კომპლექსის დანერგვა/ინსტალაციის მთელი პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მწარმოებლის მიერ შესაბამისად სერთიფიცირებული სპეციალისტი/ინჟინერი,"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

ტენდერში დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 2025 წლის 1-3 იანვრის პერიოდში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები