2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.79 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 860.2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების 96.1% მოდის 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე, რომლებიდანაც სავალუტო გზავნილები თითოეულ შემთხვევაში 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. ანალოგიური მაჩვენებელი ზუსტად იგივე დონეზე – 96.1%-ზე იყო დაფიქსირებული 2024 წლის სექტემბერში.
ფულადი გზავნილები აგვისტო - TOP-10 ქვეყანა:
- აშშ – $59.68 მლნ წლიური ზრდა: +21.71%
- იტალია – $54.06 მლნ. ზრდა: +8.99%
- რუსეთის ფედერაცია – $39.49 მლნ. ზრდა: +10.23%
- გერმანია – $29.80 მლნ, ზრდა: +16.76%
- საბერძნეთი – $26.01 მლნ. ზრდა: +5.21%
- ისრაელი – $23.25 მლნ. ზრდა: +12.56%
- თურქეთი – $10.27 მლნ. ზრდა: +14.30%
- ყირგიზეთი – $8.62 მლნ. კლება: -6.28%
- ესპანეთი – $7.68 მლნ. ზრდა: +35.44%
- ყაზახეთი – $7.59 მლნ. კლება - 6.06%
სები წერს, რომ 2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის სექტემბრის (33.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7% მეტია.




























