მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სესხის გამცემი კომპანია „ფლექსი კაპიტალი“ ეროვნულმა ბანკმა 19 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

ფულადი ჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკმა შპს „ფლექსი კაპიტალი“ 19,000 ლარით დააჯარიმა. როგორც რეგულატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიას ფულადი სანქციები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რამდენიმე ფაქტზე დაეკისრა, რაც ეროვნულ ბანკის შესაბამისი რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება.

  • 2,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის გამო – 1 ფაქტზე.
  • 15,000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეხებოდა კომპანიაში დანერგილი პროგრამული სისტემის მნიშვნელოვან ხარვეზს – კერძოდ, ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ სისტემას არ გააჩნდა საეჭვო, უჩვეულო, დანაწევრებული გარიგებებისა და დაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით წარმოადგენს სერიოზულ ხარვეზს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კუთხით.
  • დამატებით, 2 ფაქტზე სესხის გამცემმა სუბიექტმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან დაკავშირებულ ანგარიშგებაში არასწორი ინფორმაცია წარადგინა, რაც თითოეულ ფაქტზე 1,000 ლარით – ჯამურად 2,000 ლარით დაჯარიმდა.

შესაბამისად, „ფლექსი კაპიტალს“ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის ჯამურად 19,000 ლარის სანქცია დაეკისრა.

სამეწარმეო რეესტრის ცნობით, შპს 2023 წელს არის რეგისტრირებული. წილის 90%-ს შალვა ჯალაბაძე, 10%-ს გურამ ტოროტაძე ფლობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები