მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჩერებული პროგრამები ჩვენი შეჩერებული წინსვლაა - ნინო ევგენიძე

ევგენიძე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. მან დღეს ჟურნალისტებთან ისიც განაცხადა, რომ გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) უნდა მიეღო.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის შეფასებით, ევროკავშირიდან პროგრამების შეჩერება ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.

როგორც ნინო ევგენიძემ BMG-სთან აღნიშნა, არსებული ვითარება უნდა იყოს მოტივაცია, რომ მოქალაქეებმა ოქტომბერში ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნა, გვაშორებს ყველა იმ სარგებელს, რაც ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირთან ურთიერთობით. ევროკავშირთან გაყინული ურთიერთობები გახლავთ სიგნალი იმისა, რომ არ იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, არ გაიზრდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ჩვენ ყველა, დავკარგავთ იმ შესაძლებლობას, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ჰქვია.

ქართველმა ხალხმა კარგად იცის იმ ყველაფრის ფასი და სარგებელი, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობას და ინტეგრაციას სდევდა თან. იქნებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულება თუ ვიზალიბერალიზაცია, რითაც მილიონობით ქართველმა ისარგებლა. ამ ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ძალიან რეალურია და ელჩის დღევანდელი განცხადებაც ამას მეტყველებს, რომ ეს სარგებელი იქნება შეზღუდული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის იმის მამოტივირებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ გავაკეთოთ და სახლში გავუშვათ ადამიანები, ვინც ჩვენს წინსვლას და ევროპულ მომავალს უქმნიან საფრთხეს და ბარიკადებს გვიშენებს ჩვენსა და ევროკავშირს შორის“,- აღნიშნა ნინო ევგენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები