მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენდება რუსული საკრუიზო გემი "ვლადიმირ ჟირინოვსკი", რომლის მარშრუტში ბათუმიც იქნება - მედია

დდ

შენდება რუსული საკრუიზო გემი "ვლადიმირ ჟირინოვსკი", რომლის მარშრუტში ბათუმიც იქნება - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის გარდა ლაინერის მარშრუტში შედის ასევე სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.

"ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის სამდინარო გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით ასტრახანში შენდება. გემის გაშვება 2024 წელს იგეგმება, მისი ოპერატორი კომპანია Мостурфлот-ი იქნება. ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა", - წერს გამოცემა ПортНьюс-ი.

შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო გემის მარშრუტში ბათუმი გასულ წელსაც მოხვდა. 27 ივლისს, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში შემოვიდა.

მაშინ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ში განაცხადეს, რომ ბათუმში ტურები აღარ ექნებოდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები