"შევიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურში და 2 კვირაში დადო ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება," - ამის შესახებ ფულის გათეთრების საქმეზე "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან თქვა, საქმესთან დაკავშირებით დეტალები არ იცის.
"არ ვიცი, მე ეგ დეტალები. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე და ეს სტანდარტია, რომ ხდება ინიციალების [გამოქვეყნება]... სახელი და გვარი ითქვა თუ არა, არ ვიცი... მე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ითქვა თუ არა, არ ვიცი. [თქმა] უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა.
შევიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურში და აგერ, ორ კვირაში დადო ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება," - განაცხადა კობახიძემ.
624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს გათეთრების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული - პროკურატურა
რა სქემით მოქმედებდა პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა - პროკურატურის ვერსია
ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოში სულ 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია




























