მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენების სუბსიდირება კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა

 AK-AIR Georgia

პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა.

1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.

AK-Air Georgia ახალი ტენდერის გამოცხადებას პოსტ პანდემიური პერიოდიდან ითხოვს იმ მოტივით, რომ ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი ტარიფები რეალობას არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შიდა ფრენები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა მას შიდა მობილობის ხელშეწყობის გარდა, გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს, სწორედ ამიტომ წელსაც შიდა ავიარეისების სუბსიდირება გაგრძელდება.

მისი თქმით, მთავრობა შიდა ავიარეისების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ახალ ტენდერზე მუშაობს, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ სამივე სამგზავრო ავიაკომპანიას შეეძლება ( ჯეო სქაი, ჯორჯიან ეარვეისი, აკ-ეარ ჯორჯია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები