მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დავით არჩვაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე გიორგი იოსებიძეს ჩაანაცვლებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა — მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004 წელს დაამთავრა და იურისტის კვალიფიკაცია მიიღო.

მათივე ცნობით, არჩვაძეს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იგი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი რომ "ქართული ოცნების" მთავრობაში ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები