მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შუა დერეფანში“ ტვირთების კოორდინაციისთვის ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური კომპანია შეიქმნა - მინისტრი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, გუშინ, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს. დღეს BMG საკითხზე მეტი დეტალით დაინტერესდა. ლევან დავითაშვილის თქმით, ასეთი კომპანია უკვე არსებობს.

„ასეთი კომპანია არსებობს, ეს არის ერთობლივი შეთანხმება  საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანისა რკინიგზებს შორის. ის მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ საკონტეინერო ტვირთებს, რომელიც შუა დერეფნის მეშვეობით მოხვდება ევროპაში. ამის არსი არის ის, რომ შუა დერეფანი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს და მეტი იყოს კოორდინაცია. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო გლობალურ კონკურენციაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სატარიფო კონკურენცია, ისე  სერვისების მაღალი დონე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი კომპანიის ფარგლებში, უკეთესად მოვემსახურებით ამ ტვირთებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ასტანაში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ  დერეფანში  გამტარუნარიანობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს, ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი კი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები