მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სირცხვილი, სხვას ვერაფერს იტყვი. EU, გთხოვ გაიღვიძე" - მიჰკელსონი ჰერჩინსკის და ბოჭორიშვილის ხელის ჩამორთმევაზე

მარკო მიჰკელსონი

"სირცხვილი, სხვას ვერაფერს იტყვი. EU, გთხოვ გაიღვიძე", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას და ხელის ჩამორთმევას.

ცნობისთვის, ორი დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. უწყებამ გაავრცელა ხელის ჩამორთმევის ფოტოც. აღნიშნული დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააპროტესტა.

თავის მხრივ ევროკავშირში BMG-ის განუცხადეს, რომ "ევროკავშირის ელჩი გამოძახებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს და მან წარმოადგინა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები