მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმის მაიმუნთსაშენში მცხოვრები მაიმუნები, შეიძლება, დაიხოცონ - მედია

მაიმუნები

"სოხუმის მაიმუნთსაშენში მცხოვრები მაიმუნები, ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ გათიშვას, ძნელად გადაურჩებიან", - ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა SPUTNIK-თან სოხუმის მაიმუნთსაშენის დირექტორმა, ზურაბ მიქვაბიამ განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ტემპერატურა იკლებს, ბევრი მაიმუნი მაშინვე ავადდება.

"ძალიან მეშინია, რომ ცივი ამინდის დადგომასთან ერთად, მაიმუნების სიკვდილი დაიწყება. გასულ წელს სიცივის გამო 10 მაიმუნი დაიღუპა", - თქვა მან.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათი და 40 წუთი ექნებათ. ახალი გრაფიკით, მთელ ტერიტორიაზე დენი 7 საათით გაითიშება, გვიან ღამის საათებში კი გათიშვა არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები