მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას, პერიოდულად, წყლის ჭავლით ცდილობს - ვითარება რუსთაველზე

აქცია

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შენობიდან საკანონმდებლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაშლას პერიოდულად წყლის ჭავლით ცდილობს.

მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ.

პარალელურად, საპოლიციო ძალები დგანან როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზეც. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით, შესაბამისად, უკანა მხარეს გადასვლა შეუძლებელია. ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა, დღეს 19:35 წუთიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პროევროპული საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები