მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპეცრაზმმა აქციაზე, რომელიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ იმართება, მხუთავი აირი გაუშვა

აა

სპეცრაზმმა აქციაზე, რომელიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ იმართება, ამ წუთებში მხუთავი აირი გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა ადამიანებს, რომლებსაც მხუთავი აირის სუნთქვა მოუწია.

როგორც ცნობილია სამედიცინო დახმარება დასჭირდა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს. რეპორტიორებს და აქტივისტებს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ.

"რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია ახლაც მიმდინარეობს.

“თუ დავიძინებთ, გავიღვიძებთ რუსეთში” - ამ სიტყვებით ამხნევებენ “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ერთმანეთს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არ იშლებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები