მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე მამუკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება არაგონივრულია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი კობახიძე "უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს".

"ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა.

სთხოვა ვინმემ?არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსად ქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!

ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!

ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ",- წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი, რომ ნიუ-იორკში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა. ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე დღეს, 25 სექტემბერს ნიუ-იორკში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები