მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრიმინგ-პლატფორმა Twitch-ი, რომელსაც 2014 წლიდან Amazon-ი ფლობს, ხუთას თანამშრომელს დაითხოვს, რაც კომპანიის სამუშაო ძალის 35%-ს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება კომპანიის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს უკავშირდება, რის გამოც, ბოლო თვეებში კომპანია არაერთმა მაღალი რანგის მენეჯერმა დატოვა, ხოლო თავად კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზრიდან, სამხრეთ კორეიდან გავა.
გასულ წელს, Twitch-მა ოთხასი თანამშრომელი უკვე დაითხოვა, მაგრამ იმ დროს, მიზეზი მისი კორპორაციული მფლობელის, Amazon-ის მიერ გამოცხადებული შემცირებები იყო, რასაც ოცდაშვიდი ათასი სამუშაო ადგილი შეეწირა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.