თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია bm.ge-ს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა. რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას და თავად გვარჯალაძესთან დაკავშირებასაც ცდილობს.
სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თბილისში მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზია, რომ კორონავირუსის პერიოდში ღამის ეკონომიკის მენეჯმენტმა მათ შესაბამისი დახმარება არ გაუწია და ზოგადად, ისინი ძალიან პასიურები იყვნენ.
კრიტიკა ისმოდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 2-წელიწადნახევრის შემდეგაც კი ღამის ეკონომიკის პროგრამას არ გააჩნდა სტრატეგია, თუ რის მიხედვით უნდა ემუშავათ და გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები.