მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეორიულად საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს - Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი

არვინდ რამაკრიშნანი

თეორიულად, დიახ, საქართველოს აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, - ასე უპასუხა „ანალიტიკას“ კითხვას Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, არვინდ რამაკრიშნანმა იმის შესახებ, მისი აზრით, საქართველოს დღეს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს თუ არა.

„თუმცა, მეორე მხრივ, როგორც უკვე ვისაუბრე, ჩვენ ვაკვირდებით იმ ტიპის ინტერვენციებს, რაც მიმართული იყო კურსის მხარდასაჭერად, რაც, თავის მხრივ, სრულად არ შეესაბამება იმ კლასიფიკაციას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვთავაზობს მცურავი კურსის რეჟიმის განმარტებისთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფართო გაგებით, საქართველოში ჯერ კიდევ ნარჩუნდება თავისუფალი მცურავი კურსი“, - აღნიშნა მან.

მან საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ლარზე წნეხი გაიზრდება, სებ-ის მხრიდან რეზერვების გაყიდვას არ გამორიცხავს.

„თვითონ რეზერვების პოლიტიკას რაც შეეხება, ოქტომბერში მართლაც საგრძნობი მოცულობა გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, თუმცა, ნოემბერში გარკვეული მოცულობა შეისყიდა კიდეც. ჩვენ როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის გეგმაა, რომ გააგრძელოს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ ვერც რეზერვების გაყიდვასაც, თუ ლარზე წნეხი გაიზრდება“, - განაცხადა არვინდ რამაკრიშნანმა.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 39 მილიონი დოლარით, 4,123,893,700 დოლარამდე გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში რეზერვების ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 999 მილიონი დოლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები