სამწუხაროდ, ეკატერინე ტიკარაძე შიდა ინტრიგებს შეეწირა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია, - ასე აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის მინისტრობის პოსტიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას.
„სამწუხაროდ, მას არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ძირითადად, შიდა ინტრიგების გამო დატოვა თანამდებობა. თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ აიღო პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენ ეს ტრაგედიები გაგვიგრძელდება. თანამდებობებზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკის ცვლილება“, - განაცხადა კალოიანმა.
შეგახსენებთ: ტიკარაძემ “ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს.