საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.
BMG-მ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა. (არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
| დასახელება | სექტორი | ინვესტორი ქვეყანა |
| აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი | დამამუშავებელი მრეწველობა | ნიდერლანდები |
| შპს შავი ზღვის ტერმინალი | ტრანსპორტი და დასაწყობება | აზერბაიჯანი |
| შპს ჯეოსთილი | დამამუშავებელი მრეწველობა | ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი / ნიდერლანდები |
| სს მინა | დამამუშავებელი მრეწველობა | თურქეთი // გაერთიანებული სამეფო |
| შპს ტოიოტა კავკასია | საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | იაპონია |
| შპს აჭარა ტექსტილე | დამამუშავებელი მრეწველობა | თურქეთი |
| შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | მალტა |
| სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | ესპანეთი |
| სს ბიჯეო ჯგუფი | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | გაერთიანებული სამეფო |
| შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი | ტრანსპორტი და დასაწყობება | აზერბაიჯანი |




























