2024 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზაციიდან 142 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში 97 მილიონი ლარის შენატანი განახორციელა. BMG-მ სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წელს ყველაზე ძვირად ღირებული ქონებების შესახებ, რომლებიც აუქციონების გზით გაიყიდა. მათ შორის #1 ადგილზეა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული 65 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დეველოპერულმა კომპანია შპს იონფაშ ჯორჯიამ 34.2 მილიონ ლარად შეიძინა.
მეორე ადგილზეა ასევე თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული 3299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 6.5 მილიონ ლარად "ტიბინი დეველოპმენტმა" 6.5 მილიონ ლარად შეიძინა, მესამე ადგილზეც თბილისში არსებული მიწის ნაკვეთია მამისაიშვილის ქუჩასთან (ვარკეთილი) 9794 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კომპანია მშენებელი თბილისმა 2.2 მილიონ ლარად გაყიდა. აუქციონების შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორთა მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესებით თბილისის უძრავი ქონების ბაზარი სარგებლობს.
2024 წლის პირველ ნახევარში აუქციონების გზით ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების ათეული:
# | მისამართი | რეგიონი | გაყიდვის ფასი | აუქციონში გამარჯვებული |
1 | ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | თბილისი | 34,220,000 | შპს იონფაშ ჯორჯია (200271721) |
2 | ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები | თბილისი | 6,500,000 | შპს ტიბინი დეველოპმენტი (400229070) |
3 | ქალაქ თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გათავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა | თბილისი | 2,272,500 | შ.პ.ს მშენებელი თბილისი-95 (208153433) |
4 | ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი) და 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) | იმერეთი | 2,084,000 | შპს გლ გრუპი (405475855) |
5 | ქალაქ ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში (ყოფ.N36) მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები | იმერეთი | 1,746,000 | გია ცნობილაძე |
6 | ქალაქ თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული 9795.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | თბილისი | 1,505,000 | როვშან ალშანოვი |
7 | ქალაქ ქუთაისში, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ არსებული 10211.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | იმერეთი | 854,500 | შპს ავალა 2022 (422990874) |
8 | ქალაქ ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ არსებული 27281.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | იმერეთი | 839,000 | შპს იმერეთი (212673356) |
9 | ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | სამეგრელო | 787,000 | შპს ქეისიბი ალიანსი (415105996) |
10 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში არსებული 20591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | გურია | 726,000 | შპს კოხტის ძირი 2010 (400002297) |