მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ" - თამარ ხულორდავა "ოცნების" დეპუტატებს

თამარ ხულორდავა

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, თამარ ხულორდავა "ოცნების" დეპუტატებს მიმართავს. მისი თქმით, ის მოუწოდებს ყოფილ თანაპარტიელებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან სირცხვილისგან.

"წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.

ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან! საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ", - წერს თამარ ხულორდავა.

"ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს" - თამარ ჩუგოშვილი "ოცნების" დეპუტატებს მიმართავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები