მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხადია, საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა, რაც ძალიან სამწუხაროა - ნანა ამისულაშვილი

ნანა ამისულაშვილი

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილის განცხადებით, „რუსულმა კანონმა“ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, თუ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია და გაწევრიანება სურს, მაშინ გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს, ეს კანონი კი ამ პირობებში ნამდვილად არ შედის.

„ჩვენ ავცდით ევროატლანტიკურ კურსს. აქამდე ხშირად იყო საუბარი რომ კანონის შინაარსობრივი განხილვა უნდა იყოს ან გარკვეული არგუმენტები, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტია მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორების რეაქციები გარედან. ჩვენ თუ ევროპაში ყოფნა გვინდა, უნდა გავიზიაროთ ის ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური გარემო, რაც მსოფლიოს დემოკრატიულ ნაწილში შეიქმნა და გარკვეული წინაპირობები შევასრულოთ, სწორედ ამაზეა საუბარი, როცა პარტნიორები გვითითებენ რა არის მათ სივრცისთვის მისაღები და მიუღებელი. ამ კანონით მათ ვუთხარით, რომ მათი აზრი არ გვაინტერესებს და რუსულ სცენარს ვიმეორებთ. საქართველო ყოველთვის მიდიოდა დასავლეთისკენ და ახლა საქართველომ კურსი შეიცვალა“, - განაცხადა მან.

ნანა ამისულაშვილი პროფესიით იურისტია და ასევე გამოდის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია თემაზე - როგორი სახელმწიფო გვინდა იმისთვის, რომ აღარასოდეს მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები