მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თსუ ყოფილა ჰარვარდი,სტუ-კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი-ოქსფორდი" - ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

ირაკლი კობახიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი-ოქსფორდი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპინენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 29 იანვარს, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. აღნიშნულ განცხადებას უკვე მეორე დღეა სტუდენტები და ლექტორები აპროტესტებენ, თსუ-ს უნივერსიტეტთან ახლაც აქცია მიმდინარეობს.

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება - გივი მიქანაძე

თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ვადები - რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები