თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ამ უქმეებზე საქართველოში არჩევნების ვალიდურობის შესახებ.
როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, იყო სანდო ცნობები ამომრჩეველთა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და შევიწროებაზე, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევაზე.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მან უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.