მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი სხვები დაიწყებენ იმპორტის ჩანაცვლებას, ჩვენც მოგვიწევს ამის გაკეთება" - ლევან ვეფხვაძე

5e8c94aef1f48
ელენე გოგბერაშვილი
08.04.20 09:00
865

"პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი", - ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ეს განცხადება ბევრმა პოპულისტურად აღიქვა და ითქვა ისიც, რომ ფრაზა „იმპორტის ჩანაცვლება“ საფუძველშივე არასწორია.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მინისტრის ამ ფრაზას კონტექსტიდან ამოგდებულად არ განიხილავს და თვლის, რომ საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად გლობალური პანდემიის გამო შექმნილი დღის წესრიგით ხელმძღვანელობა მოუწევს.

„კონტექსტიდან ამოგდებულად ეს ფრაზა არ უნდა განვიხილოთ. იდეალურია, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მოდი ექსპორტი წავახალისოთ. ამაზე მუშაობა ჩვენ ისედაც, აქამდე გვქონდა დაწყებული. მეორე კონტექსტია, რომ ახლა რეალურად სამყარო გლობალურად შეიცვლება. ყველა ქვეანა დაიწყებს ჩანაცვლებაზე ფიქრს. ყველა ქვეყანა შეეცდება, რომ პროდუქციის მთელი წარმოების ჯაჭვითავისთან იყოს თავმოყრილი.

როგორც ჩანს, ყველა დაიწყებს ამაზე ფიქრს, ამიტომ ჩვენ რომ ვიყოთ ქვეყნა, რომელიც ამას არ ვაკეთებთ, გავხსნათ ყველაფერი და ვთქვათ, ყველამ რაც გინდათ ის აკეთეთ და მე ამას არ გავაკეთებ, ასე არ გამოვა. ჩვენ გარკვეულწილად მოგვიწევს საერთო ტრენდში ჩაჯდომა. ვნახოთ, რა ტრენდი იქნება.

ექსპორტის კუთხით რასაც ვაკეთებთ, უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ უკვე უნდა დავფიქრდეთ რამდენად მასშტაბები გავზარდოთ. მე ვფიქრობ, რომ მასშტაბები გასაზრდელია, უბრალოდ შევხედოთ სხვები რას იზამენ. თუკი სხვები დაიწყებენ იმპორტის ჩანაცვლებას, შენ ვერაფერს ვერ იზამ. შენც მოგიწევს ასევე ამის გაკეთება“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მინისტრთა კაბინეტის მხრიდან იმპორტის ჩანაცვლებაზე გაკეთებული განცხადება დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა. 

bm.ge-ს კითხვა: იმ ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას აქვს, გარკვეული კითხვები გააჩინა იმპორტის ჩანაცვლებაზე დაწყებულმა საუბრებმა. შეგიძლიათ, განმარტოთ, რას გულისხმობს მთავრობა "იმპორტის ჩანაცვლებაში" და აღნიშნული ტერმინი ყურს ხომ არ გჭრით?

ლევან დავითაშვილი: „ერთი მხრივ, ეს ტერმინი ჩვენი ყოველდღიურობის ლექსიკის ნაწილი არ იყო და ამაში ვეთანხმები კითხვის დამსმელს. ჩვენ ვსაუბრობდით თვითუზრუნველყოფის ამაღლებაზე ანუ მეტი საკუთარი პროდუქციის დამზადებაზე, პრინციპში, ეს სტრატეგიული მიმართულება გრძელდება და ამის გადახედვაზე საუბარი არ არის.... არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ ბიზნესს და საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია და პირიქით - გაცილებით ცუდი იქნებოდა, თუ მთავრობას არ ექნებოდა მსგავსი ადეკვატური მიდგომები და ახალ გამოწვევბს ვერ გასცემდა სათანადო პასუხს. დღეს ჩვენ დავინახეთ და გაეროს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ბევრ ქვეყანაში იყო სასურსათო ჯაჭვის წყვეტა, ხდება მიწოდების ჯაჭვში პრობლემები, რაც უკავშირდება პირველადი საჭიროების ნივთების და ა.შ. მიწოდებას. ბევრი რამის გადააზრება ხდება ბევრი ქვეყნის მიერ და ჩვენც ასე გავაკეთეთ“.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები