მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ტრანსპორტისთვის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მსგავსი რეგულაციები იმოქმედებს

5ef085b953750
თელარა გელანტია
22.06.20 14:14
1203
„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება“, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცნობისთვის: covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა;
აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
ტრანსპორტში ფანჯრები მუდმივად ღია უნდა იყოს;
უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყობა სავალდებულო პირობითი ნიშნები.

რაც შეეხება 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხს, როგორც მთავრობაში აცხდებენ, საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს. 

მივიღებთ თუ არა 1 ივლისიდან უცხოელ ტურისტებს, მთავრობას გადაწყვეტილი არ აქვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები