მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ირწმუნება, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არ დადგება

649462167d64f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 19:14
1558
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფაქტი იმისა, რომ ის საქართველოს მთავრობაში მუშაობდა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს. ამის შესახებ სებ-ის საბჭოს მიერ არჩეულმა მარეგულირებლის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობეში სებ-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეეხებოდა.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას, არამედ პირიქით, ეს სახელისუფლებო სტრუქტურებთან კოორდინაციას გულისხმობს. მისი, როგორც მთავრობის წევრის ბექგრაუნდი კი სებ-ს ეფექტიან კოორდინაციაში დაეხმარება.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას და კოორდინაციას სხვადასხვა საკითხში, იგივე რეფორმები, რომლებიც პერიოდულად ხორციელდება, შეუძლებელია მხოლოდ სებ-მა განახორციელოს, თუ მას არ ექნება მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტთან.

მეორე კარგი მაგალითი იქნება ინფლაციასთან ბრძოლა და მისი დაძლევის პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ფუნქციაა, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტიანია, როდესაც მთავრობასთან კოორდინირებულად მაგალითად ეროვნული ბანკი ატარებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. ამავდროულად, მთავრობაც ანტიინფლაციურ პოლიტიკას ატარებს იგივე ჯანდაცვის სექტორში წამლების ფასებთან მიმართებით, გაიზარდა კონკურენცია და ა.შ. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან, რადგან საბიუჯეტო პოლიტიკა დაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან. ეს თანამშრომლობის განწყობა შენარჩუნდება. ის ფაქტი, რომ მე ადრე მთავრობაში ვმუშაობდი, დამეხმარება უფრო ეფექტიანად კოორდინაციაში. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დადგება. ეს საქმის ეფექტიანად კეთებას ნიშნავს ერთობლივად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები