2003 წლიდან დღემდე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ჯამში დაახლოებით 1,2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციებია შემოსული. პირველად, FDI საამიროებიდან 2003 წელს ჩაიდო, რამაც 291 100 აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობით UAE-დან საქართველოში ინვესტიციები 306,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 2008 წელს ჩაიდო.
რაც შეეხება ბოლო წლებს, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ჯამში 36,1 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი - 42 მლნ აშშ დოლარი. მიმდინარე წლის მხოლოდ პირველი და მეორე კვარტალის მონაცემებია ცნობილი, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ზრდას აჩვენებს. კერძოდ, წელს, იანვარ-ივნისის პერიოდში არაბულმა ინვესტიციებმა 43,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში UAE-დან ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი იყო.
წლების მიხედვით კი, 2003 წლიდან 2025 წლამდე არაბული წლიური FDI -ს მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:
2003 წელი - 291 100 აშშ დოლარი
2004 წელი - 0
2005 წელი - 280 500 აშშ დოლარი
2006 წელი - 422 600 აშშ დოლარი
2007 წელი - 120,1 მლნ აშშ დოლარი
2008 წელი - 306,5 მლნ აშშ დოლარი
2009 წელი - 162,7 მლნ აშშ დოლარი
2010 წელი - 55,5 მლნ აშშ დოლარი
2011 წელი - 48,6 მლნ აშშ დოლარი
2012 წელი - 25,4 მლნ აშშ დოლარი
2013 წელი - 68,9 მლნ აშშ დოლარი
2014 წელი - 25,8 მლნ აშშ დოლარი
2015 წელი - 36,5 მლნ აშშ დოლარი
2016 წელი - 55,2 მლნ აშშ დოლარი
2017 წელი - 146,9 მლნ აშშ დოლარი
2018 წელი - 33,3 მლნ აშშ დოლარი
2019 წელი - 25,6 მლნ აშშ დოლარი
2020 წელი - -13,6 მლნ აშშ დოლარი (უარყოფითი)
2021 წელი - 31,4 მლნ აშშ დოლარი
2022 წელი - 28,5 მლნ აშშ დოლარი
2023 წელი - 42 მლნ აშშ დოლარი
2024 წელი - 36,1 მლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის: თუ არაბული “იგლ ჰილსის” $6.6-მილიარდიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი FDI იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში. "ქართული ოცნების” მთავრობამ არაბულ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" და “აქციონერთა შეთანხმება” უკვე მოიწონა, მაგრამ პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შპს “იგლ ჰილს საქართველოში”, რომელიც მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად დაფუძნდა, საქართველოს სახელმწიფო 33.33%-იანი წილის აქციონერი იქნება.




























