მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონება, სავარაუდოდ, 10-15%-ით გაძვირდება - ილია წულაიას პროგნოზი

64bc435478fb2
ალა ისპირიანი
23.07.23 01:00
2418

უძრავი ქონების ფასი სავარაუდოდ 15%-მდე მოიმატებს - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

იგი აღნიშნულ პროგნოზს რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით აკეთებს. კერძოდ, მისი თქმით, დეველოპერებს გაძვირებული მიწა უკვე ნაყიდი აქვთ, რომლის ღირებულება 3 წლის წინანდელ ფასთან შედარებით, ახლა საგრძნობლად არის გაზრდილი. ამასთან, ბიზნესმენის განმარტებითვე, გაზრდილია მშენებლობის ღირებულება და კომპანიებში თანამშრომელთა სახელფასო ბიუჯეტი, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასი, სავარაუდოდ, 10-15%-ით მოიმატებს.

"3 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მიწის ფასი, თბილისში და შემოგარენში, საშუალოდ 100%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია სამშენებლო ღირებულება და ეს ბუნებრივია, გასაყიდი უძრავი ქონების თვითღირებულებაზე აისახება. ასევე, დაახლოებით 40-45% არის ლარის კომპონენტი მშენებლობის თვითღირებულებაში, მაგალითად, ბეტონი თუ 1 წლის წინ 150 ლარი ღირდა ახლა 200 ლარი ღირს. ასევე ხელფასებიც გაიზარდა, რაც თავის მხრივ, უძრავი ქონების თვითღირებულებას აძვირებს, ამიტომ უძრავი ქონება ვერ გაიაფდება.

ამდენად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ზრდაც გაგრძელდება და ალბათ, უძრავი ქონების ფასი 10-15%-ით მოიმატებს მომდევნო 1 წელიწადში", - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები