მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უძრავი ქონების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ”- RENTALS

უძრავი ქონება

უძრავი ქონების ბაზარზე პიკმა გადაიარა. გალტ & თაგარტი-ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში თბილისში სულ 3,300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% -იანი და თვიურად კი, 0.8%-იანი კლებაა. წლიური კლების ძირითადი მიზეზი, წინა წელს არაბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული მაღალი მაჩვენებლები იყო.

ხელოვნური ფაქტორებით გამოწვეულ ძვრების დასასრული იყო 2023 წელი - ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ფასები, რომელიც 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა, უკვე დასტაბილურდა.

უძრავი ქონების გაყიდვების “RENTALS”-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი აცხადებს, რომ ბაზარზე უძრავი ქონების ფასები დასტაბილურებულია. მისი თქმით, სავარაუდოდ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ მიიღო საქართველოში უძრავი ქონების ფასებს გაზრდის.

“უძრავი ქონების ფასებმა გარკეეულ ნიშნულს მიაღწია და ამ ეტაპზე პლატოზე გავედით. 2023 წელი ამ კუთხით იყო სტაბილურობის წელი. წლის ბოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რაც ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების ფასებზე დადებითად იმოქმედებს. დადებითში ვგულისხმობ ფასების ზრდას. როგორც მინიმუმ, ეს არის სტაბილურობის დამატებითი ფაქტორი. მოიხსნა ის შიში, რაც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული და ამან სტაბილურობა შეგვძინა. ფასების დაბლა წამოსვლას ჩვენ არ უნდა ველოდოთ. რამდენით გაიზრდება ამის პროგნოზირებაც ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც ცვლილება ფასების მიმართულებით იქნება,”-ამბობს “RENTALS”-ის მმართველი პარტნიორი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები