მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი Viber-ის და Paypal-ის CEO-ებს მიმართავს

621b13b0b53d0
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 09:58
3633
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა Viber-ის და Paypal-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს რუსეთის მათი სერვისებიდან დაბლოკვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ში დაწერა და თან გაავრცელა ოფიციალური წერილის ასლებიც.

„შეიარაღებული ძალები და მოქალქეები უკრაინას ბოლომდე იცავენ. მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება აგრესორს სანქციების დაწესებით - მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი უნდა განიცადოს. თუმცა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა - 2022 წელს, თანამედროვე ტექნოლოგია ალბათ არის საუკეთესო პასუხი ტანკებზე, რაკეტების გაშვებაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არამხოლოდ მოგვისმენთ, არამედ გააკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია უკრაინის, ევროპის და მთლიანი მსოფლიოს დემოკრატიის დასაცავად სისხლიანი ავტორიტარული აგრესიისგან. მოგმართავთ დაბლოკოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წვდომა PayPal-ის სერვისებზე“, - წერია PayPal-ის აღმასრულებლისთვის გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, მანამდე მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა „ტვიტერზე“ ილონ მასკს თხოვნით მიმართა, რომ უკრაინაში SpaceX-ის ინტერნეტი Starlink გაევრცელებინა, რაზეც მასკისგან მიიღო პასუხი: „Starlink სერვისი უკრაინაში უკვე აქტიურია. მალე მეტი ტერმინალი იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები