მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დუმდნენ EU-ში საქართველოს ელჩები დღეს? - ნატა საბანაძის პასუხი

ნატა საბანაძე

„მე ვერ მოვუწოდებ ჩემს ყოფილ კოლეგებს... ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - ასე უპასუხა EU-ში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა ნატა საბანაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - „უნდა დუმდნენ EU-ში საქართველოს ელჩები დღეს?“

- ელჩების საქმე, პირველ რიგში, არის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და პოზიციის დაფიქსირება. ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ხელისუფლება მათ სთხოვს.

- ყოველთვის ის უნდა გააკეთონ, რასაც ხელისუფლება სთხოვს? რამდენიმე დღის წინ „დიპლომატთა კლუბის“ წევრმა ვეტერანმა დიპლომატებმა მოქმედ ელჩებს მოუწოდეს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდზე...

- მე ვერ მოვუწოდებ ჩემს ყოფილ კოლეგებს... შეესაბამება თუ არა ეს, მათ პირად პრინციპებს, ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჯერჯერობით, არაფერი ჩანს.

„ქართულმა ოცნებამ“ "რუსული კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. "რუსულ კანონს" საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ.

რატომ დუმან საქართველოს ელჩები? – ვალერი ჩეჩელაშვილის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები