მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკი დაადანაშაულო ომის დაწყებაში - ჯოზეფ ბორელი

ზელენსკი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს.

როგორც მან X-ზე დაწერა, უსინდისობის მწვერვალია ზელენსკის ომის დაწყებაში დადანაშაულება და უკრაინის მინერალური რესურსების ძარცვის სურვილი.

"უსინდისობის მწვერვალია, ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში, რომ ის დიქტატორია, უკრაინელების მხოლოდ 4% უჭერს მხარს და უკრაინის მინერალური რესურსების გაძარცვის სურვილი მისი დახმარების სანაცვლოდ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგობას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და იმსახურებს პატივისცემას, რომ არ იყოს ცილისწამება იმავე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე მისი მთავარი მხარდამჭერი იყო", - დაწერა ბორელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. ტრამპმა ზელენსკი არა მხოლოდ არაკომპეტენტურობაში, არამედ დიქტატორულ მმართველობაში დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები