მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uteach - პლატფორმა, რომელზეც კურსების შექმნა და გაყიდვა შეგიძლიათ | 500 Georgia Demo Day

649d4b4bb9892
BM.GE
29.06.23 15:52
516
სტატიაში საუბარია:

"გასულ წელს $200 ათასიანი მოგება გვქონდა", - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Uteach-ის თანადამფუძნებელმა, ჰრაირ შაჰბაზიანმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Uteach-ი ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომლის მიზანია, განათლების პროვაიდერებს კურსების შექმნისა და გაყიდვის პროცესი გაუადვილოს.

როგორც Uteach-ის თანადამფუძნებელი ამბობს, კომპანიის შექმნის იდეა მას პანდემიისას გაუჩნდა. “სასწავლო პლატფორმების შექმნის დიდი გამოცდილება მქონდა, რომელიც ხალხს ონლაინსწავლების პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ჩავთვალე, რომ შესაფერისი დრო იყო სტარტაპის შესაქმნელად, რომელიც საშუალებას მისცემდა კურსის შემქმნელებსა და განათლების პროვაიდერებს, შეექმნათ და გაეყიდათ თავიანთი კურსები ერთ სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეამ გაამართლა, რადგან პანდემიის შემდეგ განათლების ბაზარმა მკვეთრი ზრდა დაიწყო”, - ამბობს ჰრაირ შაჰბაზიანი.

ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, Uteach-ი კრეატორებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის მთავარი კონკურენტული უპირატესობა - ავტომატიზაციაა, რომლის წყალობით, მომხმარებლები, პროცესში, დროის 70%-ს ზოგავენ. პლატფორმის ფუნქციონალის გათვალისწინებით, მომხმარებლებს ვიდეოკურსების, პროდუქტების, ცოცხალი სესიებისა და ქოუჩინგის კურსების შექმნა შეუძლიათ. ამასთან, Uteach-ი განათლების ბიზნესის კეთებას შესაძლებელს გახდის კრეატორის ადგილმდებარეობის მიუხედავად, რადგან პლატფორმის ფუნქციონალი ხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი გადახდის მეთოდების ინტეგრირების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები