როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა უკვე ვიცით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა გამოიჩინა გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და არასამთავრობოების კუთხით საქართველოში არსებული სტატისტიკა მოჰყავს.
"საქართველოში რეგისტრირებული 30 000 არაკომერციული ორგანიზაციიდან 25 000-მდე წლების განმავლობაში არააქტიური იყო. აქტიურ ორგანიზაციებს შორის, როგორც ჩანს, 600 იღებს დაფინანსებას საზღვარგარეთიდან და მხოლოდ 136-ს აწუხებს გამჭვირვალობა. ასე რომ, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების 75%-ს [ე.წ. გამჭვირვალობის] კანონთან პრობლემა არ აქვს", - წერს პაპუაშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ამ დროისთვის, იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის პროცედურები უცხოური დაფინანსების მქონე 156-მა ორგანიზაციამ დაასრულა. "ამ რიცხვმა უკვე გადააჭარბა 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გააპროტესტეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის განიხილება კიდევ 300 ორგანიზაციის განაცხადი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
"ასევე აშკარაა, რომ 2023 წლის მარტსა და მიმდინარე წლის მაისში არა სამოქალაქო საზოგადოება გამოვიდა ძალადობრივი ქუჩის პროტესტით, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ მობილიზებული ჯგუფები მათი პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ტელეკომპანიების მეშვეობით", - დასძინა მან.
As expected, and now we know, the vast majority of Georgian civil society has displayed a responsible and sober approach towards the issue of transparency.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 18, 2024
As for now, there are 156 foreign-funded organizations that completed procedures for inclusion in the Justice Ministry’s… pic.twitter.com/slXtqK4sET
ორგანიზაციები, რომლებიც 17 ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე დარეგისტრირდნენ "რუსული კანონის" რეესტრში.
შეგახსენებთ, 16 მედია ორგანიზაცია, 120 არასამთავრობო ორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირი "რუსულ კანონს" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
"რუსული კანონის" წინააღმდეგ სასამართლოში 4 სარჩელია შესული: (პრეზიდენტი, 32 ოპოზიციონერი დეპუტატი, 122 არასამთავრობო, 2 მედია) რომელიც სასამართლოშია შესული.
"რუსული კანონის" კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობაზე პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით მსჯელობს: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.