მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, რეფინანსირების არსებული განაკვეთი კიდევ ერთი კვარტლით შენარჩუნდება - საბანკო ასოციაცია

დავით რუსია

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მოსალოდნელი იყო.

საქმე ისაა, რომ 7 მაისის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც BMG-ის ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ განუცხადა, მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია საერთაშორისო და ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზების ფარგლებში იქნება. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ არსებული 8%-იანი განაკვეთი ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოლოდინის შესაბამისად უცვლელი დარჩა. ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენ ვეთანხმებით კვალიფიციურ საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 3.8%-იან ინფლაციას ელის საქართველოში, დღეს 3.4%-ის ფარგლებშია ინფლაცია და ეს დასაშვებ ნორმაშია. შესაბამისად, ველოდებით, რომ გაჟღერებული 3.5-3.6%-ის ფარგლებში იქნება ინფლაციის მაჩვენებელი.

გლობალური ეკონომიკური პროცესები, რაც ახლა ვითარდება, შესაძლოა, ინფლაციური პროცესების ხელშემწყობი და ხელშემშლელიც იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ დოლარი კვლავ დაიწყებს შესუსტებას, რისი წინაპირობაც არის და გარკვეულწილად ლარი და ინფლაცია მოგვცემს საშუალებას, შესაძლოა, რომ ჩვენ ეს [განაკვეთის შემცირება] ვიხილოთ. თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებული განაკვეთი კიდევ ერთი კვარტლით შენარჩუნდება“, - განაცხადა დავით რუსიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები