„ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა“ — წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე. სავარაუდოდ, ის ეხმაურება თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.
ამ შეფასებით კახა კალაძე გამოეხმაურა გერმანელი მინისტრის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს.
გარდა ამისა, დღეს კალაძემ თქვა, თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება, თუ ევროკავშირის?