"ვიგრძენით ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ჩვენი ხალხისადმი: ჯარისკაცებისა და მოქალაქეებისადმი, ჩვენი დამოუკიდებლობისადმი" - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართული სამიტის შედეგები.
როგორც მან ტელეგრამზე დაწერა, "ევროპის ერთიანობა გამორჩეულად ისეთ მაღალ დონეზეა, რომელიც არ ყოფილა დიდი ხანია".
"ჩვენ ვმუშაობთ ერთად ევროპაში იმისათვის, რომ შევქმნათ მყარი საფუძველი თანამშრომლობისთვის ამერიკასთან ერთად ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ლონდონში გამართულ სამიტს ევროპის 10-ზე მეტი ლიდერი, ნატოს გენმდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.




























